
მას შემდეგ, რაც ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმყოფებოდა სტუმრად და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბულინგის სამიზნე გახდა.
აღნიშნულ თემას ეხმაურება ჟურნალისტი მარიამ გაბედავა და არქივიდან აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მას ლევან გიგინეიშვილთან აქვს ინტერვიუ ჩაწერილი.
ჟურნალისტი აღნიშნულ ინტერვიუს სტატუსს ურთავს თან და წერს, რომ სამი წლის წინანდელ გადაცემაშიც აქტუალურ თემაზე საუბრობდნენ.
„ეს ამბავი სამი წლის წინ მოხდა - როცა უცნობმა მთხოვა ჩემს მაგივრად შენ დაჯექი პირდაპირ ეთერშიო…
Levan-ს მხოლოდ იმ დოზით ვიცნობდი, როგორც პროდიუსერი ეკონტაქტება ხოლმე სტუმრებს, გადაცემამდე რამდენიმე საათია დარჩენილი… გავბედე და დავურეკე: გულწრფელად ვუთხარი, რომ თქვენს გარდა სხვისი იმედი არ მაქვს, მხოლოდ თქვენთან შევძლებ პირველად დავჯდე პირდაპირ ეთერში ისე, რომ არც პროდიუსერი მყავდეს ყურს მიღმა და არც სხვადასხვა თემებზე საუბარში დავბრკოლდე მეთქი…
ერთი წამიც კი არ დაფიქრდა, თავისი ყველა საქმე გადადო და მოვიდა… გადაცემა, რომ დასრულდა მკითხა - ცოტა მაინც შევძელი შენი დახმარებაო?…
მას შემდეგ პირდაპირ ეთერში მარტო ჯდომის აღარ შემშინებია… ლევანი კი არის სიმბოლო, როგორი უნდა იყო ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი!
ასეთი მასწავლებლები რომ ჰყავდეთ ჩვენს შვილებს - დარწმუნებული ვარ ყველა ის პრობლემა გაქრებოდა, რის წინაშეც დღეს ვდგავართ…
სამი წლის წინანდელ გადაცემაშიც აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ - მაშინაც მძვინვარებდა „ლიბერალური ფაშიზმი”, რომელიც დღეს უკვე, ფეხმძიმე ქალებსაც არ გვინდობს - ფსიქოლოგიურ ტერორში…
და, ჩვენ ამ ომში - ადამიანებად დავრჩებით… ნოეს კიდობანი კი აუცილებლად გაგვიყვანს სამშვიდობოს…“, - წერს მარიამ გაბედავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ფერები მოიზიდავს იღბალს 2025 წელს – ასტროლოგის რჩევები