Digest Logo

🎥 „მოერიდეთ მაგიდაზე სანთლების გამოყენებას, რადგან გველს ცეცხლის ეშინია...“ - როგორი უნდა იყოს 2025 წლის საახალწლო სუფრა?

1733988489
თაკო მელიქიშვილი

იმისათვის, რომ 2025 წლის მთავარი მმართველის, მწვანე ხის გველის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ასტროლოგების რჩევებისა და ფენ-შუის ტრადიციებს გათვალისწინებაა საჭირო.

დღესასწაულისთვის ფერების და სტილის სწორად არჩევით შეგიძლიათ მოიზიდოთ იღბალი და ჰარმონია მთელი წლის განმავლობაში. 

ამჯერად, გთავაზობთ რჩევებს, ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილისგან, რომელიც აქვეყნებს ვიდეოს თუ როგორი უნდა იყოს 2025 წლის საახალწლო სუფრა. როგორც ცნობილია, იგი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით.

„საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყო ხორცეული (ქათამი, ღორის საქონლის) რადგან გველს უყვარს ხორცი, მცირე რაოდენობით უნდა იყოს ასევე ზღვის პროდუქტები წარმოდგენილი, ასევე კარგია საახალწლო სუფრაზე გქონდეთ ბოსტნეული, განსაკუთრებით კი მწვანე ფერის მაგალითად, სალათის ფურცელი, ბროკოლი, ისპანახი თუ გსურთ, რომ წარმატება და ფინანსები მოიზიდოთ. 

საახალწლო სუფრაზე გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები, თუ გსურთ რომ მოიზიდოთ ჯანმრთელობა.

მოერიდეთ მაგიდაზე სანთლების გამოყენებას, რადგან გველს ცეცხლის ეშინია. 

რაც შეეხება საახალწლო სუფრას უნდა იყოს ყვითელი ან ოქროსფერი. მაგიდის კუთხეში ან სუფრის ქვემოთ უნდა მოათავსოთ ფული, რათა მოიზიდოთ ფინანსები.

არ დაგავიწყდეთ, რომ საახალწლო სუფრაზე წარმოდგენილი უნდა იყოს 12 კერძი, რომელიც განასახიერებს თითოეულ თვეს“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სადმე მოფარებულ ადგილზე ერთი მუჭა რკინის ფული დაყარეთ“ - როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2025 წელს?

⭕რომელი ფერები მოიზიდავს იღბალს 2025 წელს – ასტროლოგის რჩევები

⭕ვიქტორ სანიკიძე ლიბერალების მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე: მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი...იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს