მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში „უცნობის“ მიერ ორგანიზებულ აქციის შესახებ წერს, რომელიც გუშინ რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა და რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა.
„გუშინ თბილისში იყო ლამაზი შეხვედრა, საქართველოს გულანთებული პატრიოტების!
მე ბედნიერი ვარ და სავსე იმხელა სიყვარული მივიღე ჩემებო თქვენგან და შეხედულებები გავცვალეთ ადამიანებთან!
მავანი წერს, რომ თურმე დაუბანელი, ვაგზლის მოედანი იდგა იქ! თქვე ფურუნკულებო, არ დაიღალეთ ამ ადამიანისთვის შეურაცხყოფით, შეუფერებელი ეპითეტების, იარლიყების მიწებებით?!
ან რამდენი ხანი უნდა ილაპარაკოთ ამ სიძულვილის ენით?! ისე არ ქნათ, რომ სახლიდან ვერ გამოხვიდეთ და ჩვენი დასაცავები გახდეთ! ეს რუსეთი რომ გაკერიათ პირზე, ფსკერია უკვე და სიბნელე. (კარგად გვახსოვს 2008-ში თქვენი საქციელი, როგორც გიყვართ საქართველო). მომავალი შეხვედრა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება!
მიყვარხართ და მეამაყებით ვინც იქ ბრძანდებოდით! წარმატება ჩვენს ქვეყანას!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „კამერებიდან ამოღებულია მასალა“ - რა ახალი დეტალები ვრცელდება ზუგდიდის სოფელ რუხში