Digest Logo

„მძიმე და სასტიკი ორი წელი… ბოლომდე გამართული ახლაც ვერ დავდივარ, მაგრამ მთავარია ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე“ - თინა ხიდაშელი

1690354877
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ 2 - წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, ყველაფერი კარგად არის.

ხიდაშელი სოციალურ ქსელში მეუღლესთან - დავით უსუფაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს აქვეყნებს და ასე აღნიშნავს ამ ამბავს.

„It’s official!

საავადმყოფო… საწოლი… სავარძელი… ორი ჯოხი… ერთი ჯოხი… ხელკავი… მძიმე და სასტიკი ორი წელი…
ბოლომდე გამართული ახლაც ვერ დავდივარ, მაგრამ ეს აღარ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე, თქვენი დახმარებით და თანადგომით!

ექიმებმა წადი სახლში და ერთი წელი აქ აღარ გნახოთო! და კი იმსახურებდა ეს ამბავი ორდღიან გაპარვას და აღნიშვნას!“, - წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელი კორონავირუსის შემდგომ გართულებას ებრძოდა.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ენი, ცოტა ნამუსი იქონიე და სანამ ჩემს ოჯახზე რამეს იტყვი, დაფიქრდი…“ - რას წერს ლენუკა ყიფშიძე

🔵🎥 ოლიმპიური ჩემპიონი და ერთ-ერთი სასურველი სასიძო შეყვარებულია - ვინ არის ბექაურის რჩეული?

 🔵„დატოვე საქართველო სამუდამოდ თუ რა ხდება?“ - შორენა ბეგაშვილის ფოტოებმა გამომწერები აალაპარაკა