ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
გარდაიცვალა ცენტრის დამსახურებული უფროსი მედდა, ღვაწლმოსილი და მაღალი პროფესიული ღირსებებით შემკული იზოლდა (იზო) კვაჭაძე.
„ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 11 მაისს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ჩვენი ცენტრის დამსახურებული უფროსი მედდა, ღვაწლმოსილი და მაღალი პროფესიული და ადამიანური ღირსებებით შემკული, ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი იზოლდა (იზო) კვაჭაძე.
ექთნების პროფესიული დღე ყველაზე მძიმე დანაკლისით დაგვატყდა თავს.
ხანგრძლივი ბრძოლა ვერაგ დაავადებასთან უთანასწორო გამოდგა ქ-ნი იზო კვაჭაძისათვის.
მძიმეა ჩვენი დანაკლისი, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით. ექთანთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ცენტრის დაარსებიდან დიდი ღვაწლის მქონე საიმედო თანამშრომელი, გულისხმიერი მეგობარი და ღირსეული ოჯახის დიასახლისი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, თანამშრომლებს, კოლეგებსა და პაციენტებს ამ მძიმე დანაკლისს“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას ეძებენ
⭕წვიმა, ელჭექი, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - რას ამბობენ გარემოს ეროვნული სააგენტოში