Digest Logo

🎥 „მე აქ ვიმყოფები, რომ აღვნიშნო შობა და მერაბის დაბადების დღე...“ - „ნინა დრამა“ საქართველოს კვლავ ესტუმრა

1767711218
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. მერაბთან ერთად საქართველოს „ნინა დრამა“ კვლავ ესტუმრა.

ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, საქართველოში პირველად ზაფხულში იყო. მან მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს რამდენიმე კუთხე მოინახულა.

„გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის 2026 წლის 6 იანვარი. გილოცავთ შობას, დაესწარით მრავალს. „ნინა დრამა“ ისევ ჩამოვიდა საქართველოში. პატარა ზამთრის ტურს გავაკეთებთ“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ვიდეოში.

„ნინა დრამა“ კი საზოგადოებას დამდეგ შობას ულოცავს და ამბობს, რომ მერაბის დაბადების დღეც ერთად უნდა აღნიშნონ:

„მე აქ ვიმყოფები, რომ აღვნიშნო შობა და მერაბის დაბადების დღე. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, გამოგვყევით და ადევნეთ თვალი ჩვენ მოგზაურობას. ეს არის საქართველოში მოგზაურობის მეორე ნაწილი“, - ამბობს „ნინა დრამა“ ვიდეოში.

ცნობისთვის ნინა, UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შე­სა­ხებ გასართობ კონტენტს ქმნის.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ასე მომილოცა ანნამ 46-ე დაბადების დღე“ - ნოე სულაბერიძე იუბილარია

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ფინანსურად ყველაზე კარგი შესაძლებლობები ელოდება

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი