Digest Logo

„მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით...“ - სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს

1701937077
სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მისი სახელით ვრცელდება ყალბი გათამაშება, სადაც ფულის ჩარიცხვას ითხოვენ.

„მეგობრებო!!!! მე ბევრჯერ გაგაფრთხილეთ, არ ენდოთ ფეიქ გვერდებს გათამაშებასთან დაკავშირებით, ჩემი გვერდი არაფერს არ ათამაშებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასდროს არ ყოფილა გათამაშება, ეს იყო ტყუილი.

რამდენი ვბლოკავთ გვერდს, ახალი იხსნება, რასაც მე ყოველ ჯერზე ვერ გავაკონტროლებ!!!! არასდროს არ გამითამაშებია ფული! არასდროს! არასდროს! არ მისცეთ არავის პირადი მონაცემები. ნუ ტყუვდებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ! ,- წერს მომღერალი.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჩემი საყვარელი ვარცხნილობა“ - რა ფოტოს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე?

🔵🎥 ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის მორიგი კადრები სერია A-ს წლის შემაჯამებელი ღონისძიებიდან

🎥 „რასაც ვცოდავდი, იმ ცოდვებზე პასუხი იმქვეყნად უნდა მეგო, მაგრამ ისეთი დამემართა, აქ ვაგე... ჯოჯოხეთი აქ გავიარე“ – დათო ევგენიძე