Digest Logo

„მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები ვაჩუქეთ ერთმანეთს...“ - ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძის ემოციური მიმართვა

1776922839
ლიკა კუჭუხიძის ემოციური მიმართვა

ლიკუნა კუჭუხიძე, რომელიც 24 ოქტომბერს სამტრედია–აბაშის გზაზე უმძიმეს ავარიაში მოხდა და მეუღლე დაკარგა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დროა.

გაუფრთხილდით მას, დააფასეთ ისე, როგორც იმსახურებს უფრო მეტად, ვიდრე დღეს აფასებთ.
ნუ დაკარგავთ თქვენს ძვირფას წუთებს უმნიშვნელო რამეებზე.

მეტი დრო დაუთმეთ მათ, ვინც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.

მე და ბაჩომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები და საუკეთესო დრო ვაჩუქეთ ერთმანეთს და იმდენი მოგონებები დავაგროვეთ, ამ მოგონებებით ვიცხოვრებ მანამ, სანამ ისევ ბაჩომდე მივალ…“, - წერს ლიკუნა კუჭუხიძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, უმძიმესი ავარია 24 ოქტომბერს, სამტრედია–აბაშის გზაზე მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 19 წლის ბიჭი, სამწუხაროდ, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა — მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა 18 წლის ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა. საბედნიეროდ მისი გადარჩენა მოხერხდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გააკეთეთ ერთი სიმბოლური ამაყი ნაბიჯი წინ“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით