მწერალ ეკა ტოგონიძის და რატი სამყურაშვილის სიყვარულის ისტორია ყველასათვის ცნობილია. ისინი ერთმანეთზე უზომოდ იყვნენ შეყვარებულები. სამწუხაროდ პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი მძიმე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეკატერინე ტოგონიძე ძალიან ხშირად წერს რატი სამყურაშვილთან ერთად გატარებულ პერიოდზე. ახლახან გარდაცვლილ ქმარს ეკამ სოციალურ ქსელში დაბადების დღე მიულოცა:
„უკვე მეოთხედ გახდი 42 წლის.
მე და შენ წელს პირველად და უკანასკნელად ვართ ტოლები. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა, გაზაფხულზე 43-ის გავხდები და შენზე უფროსი მე ვიქნები.
საოცარი ვინმე დაიბადე ნიკოლოზობას, 42-იდან 20 წელი ხომ მაინც გიცნობდი და ჩემი თვალით ვნახე შენი დიდზე დიდი ბუნება!“, - წერს ეკა ტოგონიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სამგორის მეტროსთან 70 წლამდე კაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა
🔵 ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა