Digest Logo

„მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია“ - რას წერს გია მურღულია

1778322013
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:

„უიმედობა ადამიანურობის დიდი მარცხია.
როდესაც არაფრის იმედი არ გაქვს, ამ „არაფერში“ ღმერთიც ხომ იგულისხმება?
თუ კაცი ფიქრობს, რომ მას არაფერი ეშველება, ეს ღმერთის არსებობის არაღიარების, მის მიმართ დაეჭვებისა და მეტიც - მისი უარყოფის თვალსაჩინო გამოვლინებაა.
რატომ „მეტიც“?
იმიტომ, რომ აღიარებდე (იცოდე და გრძნობდე, რომ არსებობს) და არ სცნობდე (არაფრად მიიჩნევდე) ცოდვათა ცოდვაა.
უიმედობით ადამიანი არა მხოლოდ ღმერთს, არამედ თავის თავსაც უარყოფს.
ასეთ მდგომარეობაში კაცი ფიქრობს, რომ არც სხვა უშველის და არც თავად ძალუძს რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა.
და რად უნდა მაშინ ცხოვრება - განა იმედი და სიცოცხლე ერთი და იგივე არ არის?
თუ იმედი არ გაქვს, არც მიზანი გაქვს.
მიუღწეველი მიზანი გინდა გქონია და გინდაც არა.
თუ არც მიზანი გაქვს, არც იმედი, ცხოვრების აზრიც ვერ შეგიცნია. რა აზრი უნდა იყოს იქ, სადაც არც მიზანია და არც იმედი?!
მთავარი კითხვა სწორედ ახლა იბადება:
ვის სჭირდება ასეთი ადამიანი?
ღმერთს? - მას არა. ის ხომ არ არსებობს ან უარყოფილია.
სამყაროს? - ის მარადიულად ნეიტრალურია ადამიანის ბედის მიმართ, უიმედო პერსონა სრულად საზრისიანიც რომ იყოს.
საზოგადოებას? - მისთვის ასეთ კაცს, რომელიც ერთი თეთრის ღირებულებასაც არ ქმნის მოყვასისთვის, ფასი არ აქვს.
ამგვარი ადამიანი მხოლოდ გალაკტიონის სიტყვების ილუსტრაციაა:
„მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია“.
თუმცა უიმედოს კი არ ეშინია (ან - იმდენად არ ეშინია), უბრალოდ არაფერს ცვლის და ვერც ცვლის.
მეგობარო, აჯობე უიმედობას!
ეს ერთადერთი გზაა სიკვდილის შიშისგან გასათავისუფლებლად.
და რა საჭიროა ამისგან გათავისუფლება?
უამისოდ არც სიყვარული იბადება, არც თავისუფლება, არც ღირსება და არც სიბრძნე.
მხოლოდ იმედთან ერთად იმარჯვებს ადამიანი.
და განა ის იმისთვის დაიბადა, რომ დამარცხდეს?
მისი გზა სინათლისკენ მიდის“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ გირჩევთ სესხის აღებას...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა

🎥 „მონა, მაშინ არ ხდები, როცა ბორკილს გადებენ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე