Digest Logo

„მე მოვხუცდი, ხელები ძველებურად აღარ მემორჩილება. ლარნაკში ჩემთვის რომ ვალაგებ ყვავილს ისიც კი არ მომწონს...“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ წერილს აქვეყნებს

1750494131
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ამჯერად იგი მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გვიზიარებს წერილს, მასწავლებლის მიერ მიწერილ წერილს, რომელიც გარდაიცვალა.

„აგვისტოს ბოლოს საშვებულებოდ ჩამოსული გერმანელი მეგობრები გავაცილე. ჰანსთან და კლაუდიასთან ერთად ვსწავლობდი 20 წლის წინ მებაღეობას და ფლორისტიკას გერმანიაში, მალევე დაქორწინდნენ, მათი ქორწილის წვეულება მე გავფურჩქნე რაინის ნაპირზე მინდორზე, ლამაზი იყო.

ჰანსს მამისაგან დიდი სასათბურე მეურნეობა და სამებაღეო ცენტრი ერგო რომელსაც წარმატებით უძღვება ბოლო წლებია, კლაუდიამ პატარა საყვავილე მაღაზია იყიდა ჰამბურგთან ახლოს, ბედნიერად ცხოვრობენ და მუშაობენ, 2 შვილს ზრდიან. მათი წასვლიდან რამდენიმე დღეში, ჩვენმა საერთო ნაცნობმა წერილი ჩამომიტანა.

„ზურაბ, ძვირფასო ზურაბ.

წინა კვირას მომინახულეს ჰანსმა და კლაუდიამ, მიამბეს შენზე შენს ქვეყანაზე, შენს ბაღზე, მიჩვენეს ფოტოები წვეულებები, ნამუშევრები, შენი ფეისბუკ გვერდიც დამათვალიერებინეს.

მინდა მოგწერო რომ ეს საერთოდ არ ჰგავს იმას რაც მე გასწავლეთ, უფრო მეტიც, შენი ფერები, ფორმები, ფაქტურა, გამოყენებული მასალა, ტექნიკა, არცერთ ჩემთვის ნაცნობ ფლორისტულ წესს, კოლორისტიკის კანონს და საერთოდ არცერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და ესაბამება. იცოდე ჩემგან, სწორედ ამაშია შენი სიძლიერე. სიუხვე, სიუხვე, სიუხვე ყველგან, ამას კი შენს ქართულ ბუნებას, შენს გულუხვ ხასიათს ვაბრალებ.
ძალიან ამაყი ვარ შენით.

მე მოვხუცდი, ხელები ძველებურად აღარ მემორჩილება. ლარნაკში ჩემთვის რომ ვალაგებ ყვავილს ისიც კი არ მომწონს. ცხოვრების წესი სრულიად შევიცვალე, უკვე მესამე წელია "Siniorenhaus" ში ვცხოვრობ, აქ მოსაწყენია.
ეგებ მართლა მოვიკრიბო ძალა და გაზაფხულზე მართლა გესტუმრო შენი და შენი ბაღის ნახვით გავიხალისო ჩემი ცხოვრების ბოლო დღეები, ჰანსმა შემპირდა რომ წამომიყვანს.

სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით შენი მასწავლებელი, რომლისაგანაც ბევრი არაფერი ისწავლე
(და რა კარგია რომ ასეა).
ჰანნა, კლაუდია ეკლირნაუმი.
ჰამბურგი 2022 აგვისტო."
გულაჩუყებული ვარ..

წერილის თარგმნა და გასაჯაროება არაა ალბათ მთლად ღირსეული საქციელი მაგრამ ეს განსაკუთრებული წერილია, განსაკუთრებული მასწავლებლისგან.

დღეს ფრაუ ეკლერნაუმი შვილებმა შვილიშვილებმა, სამმა შვილთაშვილმა, რამდენიმე ნათესავმა და ორმა მეგობარმა ჰამბურგის ბლუმენრინგის სასაფლაოზე დაკრძალეს.

მიხარია, რომ მოვახერხე მისი ჩამოყვანა და ცოტაოდენი სითბოს, სიყვარულის მიცემა“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კეკე უყურებს მზეს“ - გიორგი კეკელიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს

⭕ფოტოები ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატიდან, სადაც საქართველომ ისტორიული შედეგი მოიპოვა

⭕დღეს მზებუდობაა „ჩაიფიქრეთ ის სურვილი, რომლის ახდენაც ყველაზე მეტად გინდათ“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს იმისათვის, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ