Digest Logo

„მე ოთხი მყავს და ოთხჯერ გავდივარ ამ ჯოჯოხეთს“ - ვიკა ბუკია

1651660886
ვიკა ბუკია

ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში დედების ემოციებზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მე ოთხი მყავს და ოთხჯერ გავდივარ ამ ჯოჯოხეთს. შავი ფიქრების, ცუდი ფანტაზიების. აი, ცუდი კი არა, ყველაზე საზიზღარი ფიქრების.

ყველაზე ამაზრზენი.

ყველაზე ბინძური. წარმოუდგენელს წარმოვიდგენ ხოლმე.

ოთხჯერ.

არავინ არ თქვას რომ ასე არაა. იყო მშობელი აუცილებლად ნიშნავს იყო ტოქსიკურ ურთიერთობაში შვილებთან.
ჩვენ ვერც ვაცნობიერებთ ამას. მაგრამ ასეა.

ხანდახან ვბრაზობ ამ შიშმა როგორ უნდა შემჭამოს მეთქი?

უარყოფითი ემოციები უფრო მეტი როგორ უნდა იყოს, ვიდრე დადებითი მეთქი?

ნუთუ მუდმივი შფოთი და სევდაა დედობა?

მაგრამ ვერაფერ ვუხერხებ საკუთარ თავს.

თან სად ვართ? უპატრონო, დაუცველ, უსამართლო, უთანასწორო, უგულო გარემოში. და ასეთ გარემოში კი არ ვზრდით, ვომობთ, ვიბრძვით, დინების საწინააღმდეგოდ ვცურავთ და ამას ვეძახით გაზრდას, აღზრდას, სკოლაში სიარულს, ბაღში, ძიძასთან, ცეკვაზე, ცურვაზე, ექსკურსიაზე.

და ახლა თითქოს სტიქიაში მოვყევით ყველანი გუშინ. და ისეთი დაუცველები გავხდით ყველანი, რო აი, ვდგავართ თურმე რაღაც ბეწვის ხიდზე. ბეწვის ხიდი ყოფილა ყველაფერი და ჩვენ ვდგავართ ზედ ჩვენი მძიმე ფიქრებით“, - წერს ვიკა ბუკია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა“ - გურამ დოჩანაშვილი

🔵8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

🔵„არ აჰყვეთ ილუზიებს, უმჯობესია გაითვალისწინოთ არსებული სიტუაცია და იმოქმედოთ პრაგმატულად“ - მიხეილ ცაგარელი