კლასიკოს მწერალს გურამ დოჩანაშვილს შვილი ჰყავდა დაღუპული. ირაკლი 22 წლის იყო, როდესაც წყნეთში მეორე სართულის აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მწერალი თავის ტრაგედიას და გლოვის დღეებს ასე იხსენებდა:
„შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღეებში ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, იცით, რა დროს მოდიოდა ხოლმე? - ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ.
ვერც იმას გაიგებ დღეს, ვინ ვისი მეგობარია. მხოლოდ დროებით შეეკვრებიან ერთმანეთს.
დღესაც რაიმე რომ გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წარმოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი, დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით - დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი! ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება“, - ამბობდა გურამ დოჩანაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ნანაუკა ჟორჟოლიანი თანამშრომელს ეძებს
🔵„ქვეყანაში პანდემია არ დასრულდება! იქნება არასაჭირო სიკვდილი და ინვალიდობა!“ – გიორგი ფხაკაძე
🔵„3 მაისი განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ ითვლება“ - ქეთი ოდიშელი