ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მე რომ შენ მიყვარხარ, აქაც საფუძველთა საფუძველი - იესო ქრისტეა;
იმიტომ, რომ თუ იესო ქრისტე არ იქნება ამ ყველაფრის საფუძველი - მე შენ დაგკარგავ;
ჯერ ერთი, დაგკარგავ იმიტომ, რომ მე შენ არ მეყვარები როგორც საჭიროა, მეყვარები მხოლოდ ბიოლოგიური სიყვარულით, როგორითაც ცხოველს ცხოველი უყვარს - ხანდახან თავგანწირვამდეც კი, მაგრამ მე შენდამი ნამდვილი სიყვარული არ მექნება, იმიტომ რომ ჩემ დაცემულ ბუნებას, რას ვუზამ, რომელსაც სიყვარული არ სურს?!
და მეორე, პერსპექტივა არ ექნება ჩვენს ურთიერთობას, არ ექნება პერსპექტივა - „ჩემს გარეშე ვერავინ მივა მამასთან“, არ ვიქნებით მამასთან, ყოვლადწმიდა სამების წიაღში, ჩვენი ურთიერთობა განწირული იქნება დასრულებისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: