მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე რომის კინო ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც იმ ფილმის პრემიერა გაიმართა, სადაც ქართველი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში მონაწილეობს.
ადგილზე გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში თამოს მეგობარმა, თანაგუნდელმა თათია ქაშაკაშვილმა გაავრცელა:
„როგორი ბედნიერებაა იდგე მის გვერდით, რომის კინო ფესტივალზე აჟღერებდნენ შენს პატარა საქართველოს. ეს რამდენს ნიშნავს ხვდებით ხომ!
უსაზღვრო წარმატებები ჩემო შენ, ჩემო გოგო“, - წერს თათია ქაშაკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
სავარაუდოდ, აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება ის, რომ თამო შვილებთან ერთად ახალ ბინაში იცხოვრებს, რომელსაც თვის ბოლოდან იქირავებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბერში მოულოდნელი ცვლილებები ელოდება