
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.
ამჯერად იგი აქვეყნებს საყვარელ ნათია ბებოსთან გადაღებულ ფოტოს და მასთან უთბილეს დიალოგს:
„ჩემს ტკვილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩევეხუტე და ვუთხარი.
მე: მინდა ყოველ გაზაფხულზე, იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო და ჩამიხუტო.
ნათი: მე ცას კი არ გამევეკერები ნენა.
მე: რეიზა ვითამ ?
ნათი: დავგლახდი უკვე ნენა და იმიზა.
მე: მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს, შენი საყვარელი ნაყინით ხელში და საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ.
ნათი: მაგ ნაყინებს რო იყიდი...ხო იცი მამაშენს რაფერ უყვარდა? მე არ მინდა ნენა, გაჭირვებულებს დუურიგე.
მე: მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე.
ნათი: მამაშენის გარეშე? საყანეს და ბოსტანს რომ გავხედავ, ყოლგან იგი მელანდება.
მე: მინდა ყოველ ახალ წელს, ჩვენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გლოცავდე.
ნათი: აი რა თქვი ნენა, 31 დეკემბერი და ახალი წელი შემაძულა მამაშენმა.
მე: მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო გემრიელობები.
ნათი: კი ნენა, სანამ შემეძლება აფერს არ მოგაკლებ.
მე: მინდა ყოველ საღამოს დაძინებამდე გეიხსენო, რაფერი ძვირფასი ხარ ჩემთვის.
ნათი: კაი ახლა კაი, თლა ნუ გადეირევი.
მე: მინდა ყოველ დილით, კოფე ჩვენ ორიზა გააკეთო, შოკოლათი გევიყოთ და შენებურად დამარიგო, მომეფერე და დამიცაცხანო. რეიზა არ იჭრი, მაგ გაჯენჯილ თმას და წვერს ?!
ნათი: გაი იქით გაი, საქმე მაქ ნენა, მეიცდის გონია?
მე: შენ ჩემი მზე ხარ.
ნათი: რომელი ამომავალი? (იცინის)
მე: მზე რომელიც ანათებს ჩემში. მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს. მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩევიდეს და აღარ ანათებდეს.
ნათი: წევედი, წევედი საქმე მაქ თქვა. სა მცალია შენი ბჟუტურის მოსასმენად. ისე გივი ბებია, რომ იცოდე, შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა“, - წერს გივიკო დიდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: