ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანმა მორიგი მისი ხედვით, ფილოსოფიურ-ცხოვრებისეული პოსტი გაავრცელა:
„ინტელექტის განმარტება:
ადამიანის აზროვნების უნარი, გონებრივი განვითარებისა და ცოდნის დონე.
ხელოვნური ინტელექტი.
ხელოვნური სიყვარული.
ხელოვნური მეგობრობა.
… და მალე ყველაფერი ხელოვნური.
…
როდის გაიხლიჩა ქართველი ერი?
ვის აწყობს, ასე ძლიერად რომ სძულდეთ ერთმანეთი ქართველებს, როგორც დღეს. ალბათ ეს ღვთის ნებაა და ისიც ღვთის ნებაა, გული მოუკლათ იმათ, ვინც არ მოგეწონებათ.
მე ცხოვრება გავიარე, სიბერეს შევუდექი და გარდაცვალებას დაველოდები. თქვენ იკითხეთ სიძულვილის გზა რომ აირჩიეთ და ცხოვრებას და სულს იმწარებთ.
მე მაინც მენანებით და გული მწყდება, იმიტომ კი არა განსხვავებული აზრი რომ გაქვთ, არამედ, ამ აზრთან ერთად ზიზღი, ბოღმა, ბალღამი და კაცთმოძულეობა რომ გაქვთ.
არაუშავს, ჩემს სიყვარულს თქვენი სიძულვილი ვერ დაამარცხებს“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ექსტრავაგანტურობის ზეიმი Met Gala 2026-ზე: ვინ დაიპყრო წითელი ხალიჩა? - ნახეთ, ფოტოკოლაჟი 📷