Digest Logo

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა...“ - გიორგი ლობჟანიძე ნინოობას გვილოცავს და საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

1737988764
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს და ნინოობას გვილოცავს:

„ტრადიციულად, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, რომელსაც გილოცავთ, მრავალს დაესწარით! მოდი, მიმოვიხილოთ მის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები:

იმ საყოველთაო სიგიჟეში, სადაც ამ წმინდანს და მის ღვაწლს ვერ ცნობენ და უაზრო ლანძღვაზე გადადიან, განურჩევლად პროფესიისა, სამწუხაროდ, აგრესიული და დეგრადირებული სოციუმის ნაწილი, რეალობა და საინტერესო დეტალები ასე გამოიყურება:

საქართველოში, ჭეშმარიტი ნათლის დამკვიდრება წმინდა ნინოს სახელთანაა დაკავშირებული. იყო დრო, როცა გააზრებულად, მისი სახელიც კი არ იცოდნენ ჩვენში, კარგად აღწერს ამის შესახებ დიდი მეცნიერი ბ-ნი ,,სარგის კაკაბაძე“.

სანამ იგი ქართლში შემოვიდოდა, იმ დროის თანამედროვე სამყარო და გამონაკლისი არც იბერია იყო, ხალხი ჩვეულებრივ კერპთაყვანისმცემლური ხაზით დადიოდა. არმაზი მათი სათაყვანებელი საგანი იყო. ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომში შავით თეთრზე წერია:

„აჰა დგა კაცი ერთი სპილენძისაი და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭვ ოქროისაი და სამხარნიესხნეს ფრცხილი და ბივრიტი და ხელსა მისსა აქუნდა ხრმალი ლესული, რომელი ბრწყინვიდიდა იქცეოდა ხელსა შინა, რეცა თუ რომელი შეეხებინ, თავი თვისი სიკუდიდ განიწიროს“.

ამ კერპის შესახებ ყველა ცნობილი და გამოჩენილი მეცნიერი აღნიშნავს მის არაქართულობას (ნ.მარი, ა.ხახანაშვილი, დ.ბაქრაძე, ა.ნატროვი, მ.ანდრონიკაშვილი, რ.სირაძე) ბევრი მას ზოროასტრიზმიდან მომდინარე ღვთაებად მიიჩნევს, სხვა აზრით კი (კ.კეკელიძე, მ.წერეთელი, ა.აფაქიძე, გ.მელიქიშვილი, შ.ამირანაშვილი, გ.გიორგაძე, გ.კუჭუხიძე) იგი მცირეაზიული წარმოშობისაა.

„მოქცევაი ქართლისაის“ ცხოვრების მიხედვით, არმაზის კერპი მეფე ფარნავაზს შემოუტანია, რამე თუ ფარნავაზს სპარსულად არმაზი ერქვა. ამრიგად, ყველა ძირითად ლიტერატურულ წყაროში, აღნიშნული, გარეგნულად ანთროპომორფული კერპია, სპილენძისა და რვალისგან ჩამოსხმული მეომარი მამაკაცი. ,,გრივერ ფარულავა“ ნათლად აღნიშნავს, რომ არმაზის აღწერილობის დეტალები არ ქმნიან ცოცხალ პოეტურ ხატს.“ (რასაც ეთაყვანებოდნენ, ხვდებით, ალბათ.)

ენათმეცნიერი და კულტურის ისტორიკოსი „ნიკო მარი“ წერდა: „სპარსი ცეცხლმთაყვანისცმემელი მოგვები მტრულად იყვნენ განწყობილნი არმაზისა და ზადენის მიმართ, ქართველები კი მედგრად იდგნენ მათი, ვითარცა ნაციონალური ღმერთების, ღირსების დასაცავად.“ ეს წერილი ცხადყოფს, რომ რა სარწმუნოებისაც არ უნდა ყოფილიყო შემდგომში ქართული სახელმწიფოებრიობა, სპარსულ და შემდგომ უკვე, როგორც ბიზანტიურად, ისე ოსმალურ შემოსევებს ვერ გადაურჩებოდა, ანუ ომი ყველა ვარიანტში იქნებოდა და არანაირი სხვა ან ძველი სარწმუნოებრივი ფარი არ იქნებოდა ამისგან აცილების გარანტი, ზოგს რომ ჰგონია.

„ლეონტი მროველს, ასევე ვასილ ბარნოვს, კარგად ვხვდებით მკაფიოდ ნინოს ცხოვრების შატბერდულ-ჭელიშურ“ რედაქციაში, რომ არმაზობის დღესასწაულზე გვხვდებოდა მსხვერპლთშეწრივის სცენები, თუმცა ამავე რედაქციაში ნათქვამია, რომ მირიან მეფის დროს საქონლის ფარა ჩაენაცვლა ამ პროცესს.

წარმართულ საქართველოში, ბევრი საინტერესო ცოდნები და ინფორმაციები გვხვდებოდა, თუმცა, პარალელურად, სრული განუკითხაობაც იყო. ამის შემყურე, რა იხილა წმინდა ნინომ ამ ერის ზნედაცმულობა, შეუდგა იმ მისიის რეალიზებას, რაც ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადებით ნაბრძანები. ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი, ეს იყო აუცილებელი წინაპირობა საზოგადოების მოქცევისა და ზუსტად ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაღვინდა და შედგა ქართული დიასპორა, როგორც ადამიანად, ერთ დიდ ოჯახად და სახელმწიფოდ!
წმინდა ნინოს ვაზის ჯვარზე კი გრიგოლ რობაქიძე გადმოგვცემს: სხვების ჯვარი ან ქვისაა ან რკინის, ან უბრალო ხის. ყოველთვის მშრალი და წუთხე. აქ კი: ჯვარი - ვაზი. ვაზი ხომ სავსეა მიწის-ნიადაგის-სიცოცხლის. ჩვენში ჯვარი ლხინია თვითონ“.

საქართველოც ხომ შემთხვევით არაა პირდაპირ ვაზის ჯვრის მქონე ქვეყანა?! პირდაპირ საუფლო ხაზზეა დამდგარი, რაზედაც თავად უფალი ამბობს:

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა.
ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.
თქვენ ჩემში დარჩით, მე კი - თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.
მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.
ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.

თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ წმინდა ნინოს სახელთანაა ასოცირებული ქართველი ხალხის და ქვეყნის - ბოლომდე ერად და სახელმწიფოდ შედგომა! გილოცავთ და მრავალგზის გეზეიმოთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახალი თაობა, რომ უსმენს ქართულ სიმღერას ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მათ მშობლებს...“ - ჯგუფ „ურსას სოლისტი“ გიორგი ძოწენიძე

⭕ბათუმში, სასწრაფო დახმარების პარამედიკოსმა ქალს გაჩერებული გული სამჯერ აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა

🎥 „ეს წელიწადი გადაატრიალებს ყველაფერს...“ - მარიამ ციმინტია ენერგეტიკული წმენდის ახალ მეთოდებს გვიზიარებს