
სოციალური ქსელის მომხმარებელი ანკა რატიშვილი სტატუსს აქვეყნებს და სასტუმრო, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტის შესახებ წერს.
„გრძელი პოსტის alert, მაგრამ ეს რომ არ "გავაბაზრო", მაინც ვერ მოვისვენებ.
ამ შაბათ-კვირას კახეთში ვიყავი, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტი - აი, აქ.
600-700 ლარი რომ ღირს თითო ღამე დარჩენა, უზარმაზარი ტერიტორიაზე რომაა განაწილებული დაახლოებით 15 კორპუსი და 250 ნომერი, მაგ ლოპოტაზე. ეგრევე უცნაურად მომხვდა თვალში, რომ ამხელა ფართობზე ერთადერთი ძაღლი და ნული კატა შემხვდა.
აღმოჩნდა, რომ მენეჯმენტი სტაფს „ბონუსს" უმატებს ტერიტორიაზე გამოჩენილი ძაღლების და კატების მოშორებაში. კონკრეტულად, რომ დაიჭირონ, რამდენიმე სოფლის იქით სადღაც გაუშვან და ფოტო გადაუღონ (!) მტკიცებულებისთვის. ძაღლებზე 20 ლარი, კატებზე - 40.
გასაგებია, რომ ბევრ სტუმარს არ უყვარს ცხოველები და არ ესიამოვნება, სეირნობისას ან სადილობისას თავზე რომ ესხდნენ. ამაზე არასდროს არავინ არ შეგედავებათ.
მაგრამ, თავშესაფარი მაინც რომ გააკეთოთ მინიმალური პირობებით და ამ მიუსაფარ ცხოველებს ის საჭმელი აჩუქოთ, ტონობით რომ ყრით ნაგავში ყოველდღე, ამდენად შრომატევადია, როცა მილიონების მოგება გაქვთ? ან რავი, არ გრცხვენიათ მაინც?
თუ მაინც ვერავინ ვერ გაიგებს და დაიკიდეთ, ხო არ ვხოცავთ კაცო, ვუშვებთ პროსტა. ერთი ისაა, რომ მერე ამ ცხოველებს ხან მანქანა გაიტანს, ხან ალბათ შიმშილით და სიცივით იხოცებიან.
ხოდა, აი, თქვენ რო ადამიანები ხართ და ეგენი - ცხოველები, ეგ მარწმუნებს, სამყარო როგორი არაკანონზომიერია.
მეტი არაფერი“, - წერს ანკა რატიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთო, ნატვრა ამისრულდა...“ - თედო ბექაურის ემოციური შეხვედრა გულშემატკივართან
🎥 როგორ გაიცნეს ერთმანეთი თედო ბექაურმა და ანი ხუციშვილმა - წყვილის სიყვარულის ისტორია
🎥 „ჩვენ ერთად უნდა მოვკვდეთ, ცალ-ცალკე არ შეიძლება“ - გურულების 56 წლიანი სიყვარულის ამბავი