Digest Logo

ცნობილების შვილები სკოლაში - როგორ დაიწყეს ახალი სასწავლო წელი ვარსკვლავების ოჯახებში

1757926304
ცნობილების შვილები

სექტემბერი კვლავ ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების დასაწყისია — სკოლებში უკვე გაისმა პირველი ზარი, ბავშვები კი მერხებს დაუბრუნდნენ. ცნობილების შვილებიც თანატოლებთან ერთად აღფრთოვანებით და მოლოდინით შეაბიჯებენ ახალ სასწავლო წელს, სადაც წინ უამრავი აღმოჩენა, მეგობრობა და ცოდნის მიღების გზა ელით. 

„დაიჯესტმა“ თავი მოუყარა ქართველ „სელებრითებს“, რომელთა შვილების ნაწილი პირველ კლასში, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა კლასში გადავიდნენ.

მაგალითად, ცნობილი ექიმის, პედიატრ თემურ მიქელაძის ქალიშვილი პირველ კლასში შევიდა, მათ რიგშია ტელეწამყვანი მარიამ სანოგოს შვილი და სხვები... 

მაშ, ასე, თავად იხილეთ ფოტოები სასწავლო წლის გახსნიდან👇

„წარმატებული სასწავლო წელი“, - წერს მომღერალი ინდირა ჯგერნაია. 

პირველ კლასში შევიდა პედიატრ თემურ მიქელაძის შვილი. 

„წელს პირველად გააცილა სიდონიამ და-ძმა სკოლაში და ბაღში. მართალია ეძინა, მაგრამ ხომ გააცილა. 
წარმატებულ წელიწადს ვუსურვებ ყველა ბავშვს“, - წერს ბლოგერი ია დუდაშვილი. 

„ანდრუშას მესამე კლასში უკვე ნიკოლასი აცილებს“, - წერს ბიზნესმენი სანდრო შელია. 

„ზუკა პირველ კლასში წავიდა“, - წერს ტელესახე და მოდელი მარიამ სანოგო. 

„სკოლის პირველი დღე“, - წერს მოდელი ირინა ონაშვილი. 

„დაიჯესტი“ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს! 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბნელებების პერიოდში დაოჯახება კარმულად აძლიერებს წყვილის ენერგეტიკას, იურიდიულად რომც გაშორდეთ“ - მარიამ შუკაკიძის გაფრთხილება!

🎥 „ადამიანს უბნელდება ტვინი, ხდება არაადეკვატური, თავად ვერ აგიხსნის რატომ თქვა, რატომ გააკეთა...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“ - გიორგი ჩაკვეტაძის ბავშვობის ფოტოები