Digest Logo

🎥 „მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს...“ - მტკვარში დაკარგულ ბიჭს კვლავ ეძებენ

1747814508
გიორგი შამუგია

14 მაისს, თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში ავტომობილი გადავარდა.  მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გადაარჩინეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. 

 გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ოჯახი მეშვიდე დღეა ელოდება. იგი 23 წლის იყო. 

მტკვარში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ოჯახის წევრი მეგი კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:

„უკვე მეშვიდე დღეც მიილია ჩემო ცხოვრება, რომელსაც არც ფერი აქვს და არც აზრი. დრო გავიდა, მაგრამ შენზე ფიქრი არ წყდება. შენი სახე, ხმა, სიცილი… თითქოს ახლაც აქ ხარ, სადღაც გვერდით, მაგრამ ამაოდ ვეძებ შენს თვალებს, შენს მკლავებს, შენს თბილ სიტყვებს.

ისე წახვედი, თითქოს ვერ დაგვემშვიდობე, ვერაფერი გვითხარი… წახვედი და თან წაიღე ჩემი სული, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ნახევარი. მენატრები…. მენატრება შენი ღიმილი, შენი ბავშვური ხასიათი, შენი სიყვარული — უპირობო და მტკიცე და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ გელი… ველი, როგორც ადამიანი იმედს.
შენ ჩემთვის მხოლოდ ბიძაშვილი არ იყავი — შენ იყავი ჩემი ძმა, ჩემი დასაყრდენი, ჩემი ბავშვობის ნაწილი და მოგონებების ყველა ნათელი ფერი. ახლა კი ყველაფერი მუქია… ყინულია ჩემს გულში, ტკივილი კი უკურნებელი. 

გელოდებით დის გულო“, - წერს მეგი კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მე და ჩემი ტყუპისცალი ერთად ვამთავრებთ და როცა ბავშვობის გზას ბოლო წერტილს ვუსვამთ, ერთი ჩვენგანი მიწაზე დგას, მეორე - ცაზე მიჰყვება იმავე გზას“ - ნია მიქელაძის ემოციური პოსტი

„დღე არ გავა მისი არსებობისთვის მადლობელი რომ არ ვიყო...“ - ანუკი ქორქია შვილს დაბადების დღეს ულოცავს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის მეორე ნახევარი ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული იქნება