
ქობულეთელი ნია მიქელაძე, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს. როგორც წერილიდან ირკვევა, მას გარდაცვლილი ტყუპისცალი ჰყავდა, რომელსაც სკოლა მასთან ერთად უნდა დაემთავრებინა:
„მე და ჩემი ტყუპისცალი დღეს ერთად ვამთავრებთ და როცა ბავშვობის გზას ბოლო წერტილს ვუსვამთ,
ერთი ჩვენგანი მიწაზე დგას, მეორე — ცაზე მიჰყვება იმავე გზას.
ერთმანეთის გარეშე არ ვყოფილვართ არც ერთი წამი, არც დღეს ვართ — მხოლოდ ერთი ხმა ისმის,
მაგრამ ორად მიცემს გული. ერთი პერანგი მაცვია, მეორეს კი გულით ვატარებ.
სიყვარულს საზღვარი არ აქვს, ტყუპის გულს კი — მით უმეტეს.
აქვე, ყველა მე-12 კლასელს გილოცავთ სკოლის დასრულებას! ნათელ და ბედნიერ მომავალს გისურვებთ“,- წერს ნია მიქელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: