Digest Logo

„მეც და დიმაც გვაყირავა და თამაში მაფიით მოიგო...“ - რას წერს საბა საპანაძე ლაშა დვალზე?

1748446407
ლაშა დვალი

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან, ლაშა დვალთან ერთად ერთ-ერთ გადაცემაში იმყოფებოდა, საიდანაც ფოტოს გვიზიარებს და წერს:

„უშინ ჩვენს მეგობარ „ჯითუჯისთან“ ვთამაშობთ მაფიას, ჩვენს ოქრო ლაშა დვალთან ერთად….

მაგიდაზე მეორე წრე რომ მოვიდა, ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი დიმა ნებიერიძე აფასებს ლაშას გამოსვლას შემდეგი სიტყვებით: ლაშუკას კარგად ვიცნობ, ისეთი დამაჯერებელი გახსნა ჰქონდა, ამ გარემოში პირველად თამაშობს და მაფია რომ ჰყავდეს, უეჭველი დაიბნეოდა და ინერვიულებდაო…პატიოსანი მოქალაქეაო…

მეთქი, კაცი ევროპის ჩემპიონატზე იდგა კედელივით, რონალდუსთან არ უნერვიულია, მაფიის თამაშისას რა აანერვიულებსთქო… ატყდა სიცილი, თუმცა აქ მთავარი ეგ არაა…

ლაშუკა მაფია იყო, მეც და დიმაც გვაყირავა და თამაში მაფიით მოიგო “, - წერს საბა საპანაძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Georgian National Team 🇬🇪⚽️ (@geo__team)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უნდა გასამდეს...“ - გურამ შეროზია ჩინეთის დიდ კედელთან პოზირებს

🎥 „ფეხზე ვდგავართ...გელოდებით...“ - რას პასუხობს ქეთა თოფურია ცნობილ „ტიკტოკერს“

🎥 რომელ დღეებში არის რეკომენდებული სარკის გაწმენდა და რისი მოზიდვა შეგვიძლია? - ნანიკო ქავთარაძის რჩევები