ექიმი დავით მრელაშვილი რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ახლა ის ადამიანები, რომლებიც სამაშველო ოპერაციებში მოხალისეებად არიან ჩართულები და არ უნდა გააკეთონ დაშავებულების საპოვნელად.
„მეწყერში ჩარჩენილი ხალხის საპოვნელად შოვში (ჩვეულებრივ, არა-სამაშველო) ვერტმფრენზე გაცილებით ეფექტური და მანევრირებადი DJI დრონებია, რომლებსაც 4K კამერა აქვს საკმარისზე მაღალი ხარისხის გამოსახულებით.
ეს დრონები (Mini 2 მაგალითად) დღეს დღესდღეობით ბევრს აქვს საქართველოში.
სწორედ ეს ხალხი უნდა დაირაზმოს ვისაც შეუძლია, მეწყერის ზონა დაყონ თანაბარ ნაწილებად, და შემოიფრინონ მხედველობის ზონის ინტერვალებით და ჩაიწერონ ვიდეო.
ამის შემდეგ ეს ვიდეო უნდა აიტვირთოს Youtube-ზე, ლინკი გახდეს საჯაროდ წვდომადი, და ათასობით ხალხი რომლებსაც ძალიან უნდათ დახმარება და ვერ პოულობენ გზას თუ როგორ დაეხმარონ - გაშალონ ეს ვიდეო 55-ინჩიან 4K ტელევიზორზე, და პიქსელ-პიქსელ, გააანალიზონ თუ სად ჩანან ადამიანები, და გადასცენ ცხელ ხაზს.
ამას ჰქვია სამაშველო ოპერაციის crowd-sourcing-ი.
პ.ს. თუ ვინმეს თერმული ხედვის დრონი აქვს - ეგ ყველაზე საუკეთესო საშუალებაა (დღისითაც და ღამითაც), გაცილებით გააადვილებს ნებისმიერი ცოცხალი (თბილი) სხეულის დროულად აღმოჩენას
DJI Drones Georgia - may the force be with you“, - წერს დავით მრელაშვილი.