Digest Logo

„მეუბნებოდა მასონების წევრი ვარ და საიდუმლო დავალებებს ვასრულებო“ - ნინი ონიანი ყოფილ შეყვარებულზე

1685387347
ნინო ონიანი

მოდელი ნინი ონიანი ია ფარულავას კონვერტს სტუმრობდა. გადაცემაში მან ყოფილ ინსტრუქტორთან რომანზე ისაუბრა და აღნიშნა თუ როგორ ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადამიანთან, რომელიც მას წლების განმავლობაში ატყუებდა.

„მას შემდეგ რაც პანიკური შეტევები დავამარცხე გადავწყვიტე ვარჯიშით დავკავებულიყავი. იქ შემიყვარდა ჩემი ფიტნესინსტრუქტორი, რომელისგანაც მოდიოდა ანალოგიური გრძნობა. ჩვენს შორის გაჩაღდა ცეცხლოვანი რომანი. თუმცა ერთი წლის თავზე მივხვდი რომ ეს ტიპი ჩემთან ურთიერთობას მალავდა. როდესაც ვკითხე რომ რატომ არ დავდივართ საზოგადოებაში ერთად მან მიპასუხა - „იცი რა ნინი, მე ვარ მასონების წევრი და ისინი მიკრძალავენ რომ მყავდეს პარტნიორი“ რაღაც პერიოდი მე ეს დავიჯერე, თუმცა დაშინებული დავდიოდი, ქუჩაში რომ დავდიოდი მეგონა რომ მასონები მითვალთვალებდნენ. რაც შეხება იმას თუ როდის გავიგე ყველაფერი ეს ასე მოხდა - „ერთ საღამოს მეუბნება - ნინი მე ახლა დავალებაზე მივდივარ და არ ვიცი ხვალ ცოცხალი დავბრუნდები თუ არა. ვინერვიულე ძალიან დილის 06:00 საათამდე არ მეძინა, მივედი სპორტ დარბაზში და დამხვდა იქ განადგურებული... გამიყვანა გვერდით და მანახვა ტანი რომელიც ჰქონდა დაჭრილი, სავარაუდოდ მიიყენა თვითდაზიანება და ეს სჭირდებოდა იმიტომ რომ დამაჯერებელი ყოფილიყო მისი მოგონებული ისტორია. ამ ამბის შემდეგ მე მივხვდი რომ ის იტყუებოდა და დავშორდი. დაშორების შემდეგ გავიგე რომ თურმე ამ ადამიანს ჩემამდე ჰყავდა 8 წლის განმავლობაში მეგობარი ქალი და პარალელურ რეჟიმში ურთიერთობდა ჩემთანაც...“ - ჰყვება ნინი ონიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ან დიდ კარიერას უნდა მიხედო, ან ოჯახს…“ - ირმა სოხაძე

🔵„სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ და ათი კილოც დამიკლია ნერვიულობისგან... საცოდავიც ვყოფილვარ...“ - მალხაზ ქვრივიშვილი

🔵„ამაგის, სიყვარულის ნერვიულობის, ზრუნვის, უზომოდ დიდი სიყვარულის 18-წლიანი და ძმობა!!“ - ლევან ჯიბღაშვილის და იუბილარია