Digest Logo

„მგონი, ამის გამოა რომ კიდევ და კიდევ, დიდი ხანი საერთოდ არავითარი სინათლე არ იქნება... ეს ხალხი არ გიზით თბილისში?“ - რას წერს იაგო ფრანგიშვილი

1652112623
იაგო ფრანგიშვილი

„რუსულ აგრესიას, მტერს უნდა ებრძოლო იქ, სადაც ხელი მიგიწვდება. გათავისუფლება უნდა დაიწყო იქიდან, იმ მავთულხლართიდან, რაზედაც ხელი მიგიწვდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს და  რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

„ეს ხალხი „რუსსკი კარაბლი“ არაა?

ეს ხალხი არ გიზით არამარტო ,,გორში“  თუ „სოფელში“  არამედ თბილისშიც? და გაცილებით მეტი, ათასობით თბილისში?

ამ ხალხზე რომ იძახით, „რას ვიზამთ, ძაღლის კუდი არ გასწორდებაო“ და რუსული აგრესიის წინააღმდეგ რომ უკრაინაში აქტიურობა გახდა პრიორიტეტი, მგონი, ამის გამოა რომ კიდევ და კიდევ ძალიან დიდი და დიდზე დიდი ხანი საერთოდ არავითარი სინათლე არ იქნება.

რუსულ აგრესიას, მტერს უნდა ებრძოლო იქ, სადაც ხელი მიგიწვდება. გათავისუფლება უნდა დაიწყო იქიდან, იმ მავთულხლართიდან, რაზედაც ხელი მიგიწვდება“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.

🔵„ლიფტში ვარ გაჭედილი, ორ საათში მოვა შუქიო... ყველა საგინებელი სიტყვა, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მათზე დავხარჯე“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🎥 „არასდროს ამბობდა, ცუდად ვარო. შეიძლება ატკივებოდა რაღაც, მაგრამ არ გეტყოდა“ - ნახეთ, როგორ გამოიყურება დომენიკ მანგოს დედის საფლავი

🎥 თინა კანდელაკი თავისუფალ დროს თურქულ სერიალებს უყურებს - ნახეთ კადრები