უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, დაღუპული არიან ერთ-ერთი ქვედანაყოფის, „შავი არწივის“ წევრები, რომლებიც ავდეევკას მიმართულებით იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ბესო ლომიძეა, რომელსაც შვილი სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით ემშვიდობება:
„შენ ჩემი გმირი ხარ, მამი. ძალიან დაგვწყვიტე გული, არ ვიცი რა მეშველება უშენოდ.
ძალიან მაკლიხარ მამა, მიხაროდა რომ მელაპარაკე, ჩამოსვლას ვაპირებო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო იმწუთას. ახლა კი ასეთი რამ გავიგე, არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი როგორ მოვიქცე შენს გარეშე.
ძალიან მაკლიხარ მამა, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული. შენ ჩემი გმირი ხარ“, - წერს გარდაცვლილის შვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: