Digest Logo

მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის ოჯახსა და ახლობლებს

1735919561
მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიკოლოზ ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ყაველაშვილი ნიკოლოზ ლეკიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ დედაქალაქის ყოფილი მერის, პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო ასევე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის - ნიკო ლეკიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმრის ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლის შესახვედრად საბჭოთა კავშირში?

შორენა ბეგაშვილი დუბაიში გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„ახალი წლის ღამეს დამწვრობის ცენტრში ათამდე პაციენტი მივიღეთ, აქედან სამი ბავშვი იყო“ - გუგა ქაშიბაძე