Digest Logo

🎥 „მინდა დავეხმაროთ აფხაზებს, იქნებ გაჩნდეს შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“ - რას ამბობს ია დუდაშვილი

1734161278
ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი

„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის - პიკასოს ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. წლების წინ საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ის ქალმა დაჭრა, რის გამოც სკანდალში გაეხვია.

5 წლის წინ ირაკლიმ მესამედ იქორწინა. მისი მეუღლე, ია დუდაშვილი გახლავთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. 

ირაკლის ცოლმა ახლახან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აფხაზეთის დახმარებაზე საუბრობს.

„აფხაზეთი ეძებს გზებს, როგორ შეიძლება საქართველოს სთხოვოს დახმარება - ასეთი სათაურით შემხვდა ერთ-ერთი აფხაზი ბლოგერის ვიდეო. ეს ბიჭი საუბრობს, რომ რუსეთმა შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთს და მათ მხოლოდ ის 30% დარჩათ, რასაც მათ საქართველო აწვდის. ამის გამო აფხაზები დღის განმავლობაში, 7 საათი არიან ელექტროენერგიის გარეშე. 

აფხაზებმა დაიწყეს იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება საქართველოს სთხოვონ დახმარება და ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ამაზე საუბარიო, რომლებიც მუდმივად ამბობდნენ, რომ საქართველო მათი მტერია. 

ვფიქრობ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს უნდა ვიდგეთ ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში რესურსი არ გვექნება მათ დასახმარებლად. მინდა დავეხმაროთ აფხაზებს, იქნებ გაჩნდეს შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ, არანაკლებად მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება“, - ამბობს ია დუდაშვილი.

 

@ia_dudashvili @tarielovich არ ვიცი ქართული იცით თუ არა, მაგრამ თქვენს ვიდეოზე ვსაუბრობ🙏🏼 #iadudashvili #აფხაზეთისაქართველოა🇬🇪 #რეკომენდაციები #გლობალ🌍 #ფორიუმეთქიიიიიიიიიიიი💖 #ფორიუზე ♬ оригинальный звук - Ia Dudashvili

ასევე დაგაინტერესებთ:

„გარკვეული ნაწილი ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, ტაძართან ბრძოლა ხალხში დათესავს მეტ ზიზღს და მეტად გალახავთ ერთმანეთს“ - გიორგი ლობჯანიძე

„მასზე შეტევა არის ეკლესიაზე შეტევა, ყველა ერთგულ მღვდელმსახურზე შეტევა, ყველა ნამდვილ ქართველ მამულიშვილზე“ - ავთანდილ გიუნაშვილი

🎥 „5 საათზე ვიკრიბებით ვაკეში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა დედა ეკლესიას“ - ბექა ჩხაიძე