Digest Logo

„გარკვეული ნაწილი ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, ტაძართან ბრძოლა ხალხში დათესავს მეტ ზიზღს და მეტად გალახავთ ერთმანეთს“ - გიორგი ლობჯანიძე

14/12/2024 • 6:47
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა, აქცენტი მამა შალვასთან დაპირისპირებაზეც გააკეთა.

„დამიჯერეთ, არცერთი იდეა არ ღირს ერში ერთმანეთის სისხლის ფასად. ის, რაც ხდება დღეს, ჯერ მსოფლიოში და მერე საქართველოში, მართლა ბეწვის ხიდს გადის ქვეყანა.

სფეროც მეხმარება იმისთვის, რომ დავაკვირდე მოვლენებს განსხვავებული თვალითაც, სოციალური ფსიქოლოგია ჩემი მიმართულებაა. ხალხის მასობრივი ძალა ერთიანობაში დიდ ენერგიას წარმოქმნის, მე კარგად მესმის რომ ამ ენერგიის მართვა ურთულესია, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება უკონტროლო გახდეს ვითარება.

რა თქმა უნდა, სულელი უნდა იყოს ადამიანი, ვინმეს გატაცება, უმოწყალოდ ცემა ან ტერორი რომ მოგეწონოს, ეს ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც იმედი მაქვს მშვიდობიანად მოგვარდება და ყველა პირი ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

დღევანდელი საქართველო, ძალიან მახსენებს 90-იან წლებში მყოფ სახელმწიფოს, სადაც რამდენიმე ნაწილად იყო ხალხი შუაზე გახლეჩილი, მაგ მდგომარეობას დღემდე ვიმკით, სამწუხაროდ.

დღე არ გავა სხვადასხვა მხრიდან საზარელი შეცდომები არ დაფიქსირდეს. ჯერ - უადგილო განცხადებებით გამოწვეული ქაოსი, მერე სპეცრაზმის მოქმედებები, საჯარო ზიზღი, იმ კუბოს დაწვა და ფრიალი, რომელიც ასევე საზარელი სანახავი იყო და მასზე, ვინც გაავრცელა ინფორმაცია რომ ჩინური მითის გმირიაო თავადვე გაიხა სიცილით შუაზე მოვიტყუე ხალხოვო ... ახლა დღეს ვსქროლავ ფეისბუკს და ყველა მამა შალვას ვიდეოს აზიარებს, თურმე ხალხი მივარდა მასთან ... ზოგი იცავს, ზოგი აკრიტიკებს ...

პირდაპირ გეტყვით, მამა შალვას ვიდეოები არ მინახავს, არ ვიცნობ მასე ახლოს ამ ადამიანს, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხში გარკვეული ნაწილი ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, შეეშვით ასე დაყოფას! ეს მოიტანს საზარელ შედეგებს საბოლოოდ. მამა შალვა და მღვდლები კი არა - ზოგადად, დევნაა კიდევ მიუღებელი, მით უმეტეს ტაძარში. არაფერ შუაში არაა აქ თავგადაკლული ქრისტიანობა, ყველა სფეროს და ყველა ინსტიტუტის ხალხი შეიძლება აღმოჩნდეს მაგ ვითარებაში და მართალი იყო ეს კაცი, მამა შალვა, ტაძართან ბრძოლა ხალხში დათესავს მეტ ზიზღს და მეტად გალახავთ ერთმანეთს, უფრო ნეგატიურად დაბრუნდება უკან.

მაგრამ, მერწმუნეთ, გავა დრო და გადაფასდება მოვლენები. კორონა ვირუსის დროს, რომელიც აგერ ყურის ძირში იყო, საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გაჩერდა, გავიდა წლები და ბევრი ისევ ხელჩაკიდებული დადის ერთად. არ შეიძლება, ახლა საქართველოში ერთმანეთის სისხლის ღვრის დრო არ არის. და რომ არაა ამის დრო, მსოფლიოში არსებული ვითარება დაგანახვებთ 2025 წლიდან.

და ბოლოს - ასეთი სიტყვები ყოველთვის პოპულისტური მგონია ხოლმე, მაგრამ აქ კი უნდა დავწერო: მართლაც გავა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება.

P.S. თხოვნა მექნება - ნუ დაწერთ სალანძღავ სიტყვებს ერთმანეთისადმი.
დიდი სიყვარულით - მშვიდობიან საღამოს გისურვებთ“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მასზე შეტევა არის ეკლესიაზე შეტევა, ყველა ერთგულ მღვდელმსახურზე შეტევა, ყველა ნამდვილ ქართველ მამულიშვილზე“ - ავთანდილ გიუნაშვილი

🎥 „5 საათზე ვიკრიბებით ვაკეში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა დედა ეკლესიას“ - ბექა ჩხაიძე

🎥 „კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიებში მივარდნა, დახვრეტა და გამოთრევა...“ - მამა შალვა კეკელია