Digest Logo

„მინდა გითხრათ, რა იყო ჩემი რეალობა წუხელ, რადგან ვთვლი, რომ ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა...“ - ალექსანდრე თოფურია მიმართვას ავრცელებს

1795346775
ალექსანდრე თოფურია.

ალექსანდრე თოფურია UFC-ში სანტიაგო ლუნასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.2026 წლის 21 ნოემბერს, კატარის დედაქალაქ დოჰაში (ABHA Arena) გამართულ ღონისძიებაზე, 3 რაუნდიანი შეხვედრა მექსიკელი მებრძოლის, სანტიაგო ლუნას გამარჯვებით დასრულდა.

ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, ქართველი მებრძოლის თქმით, შეხვედრის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამოუვარდა, რის გამოც დარჩენილი ბრძოლის განმავლობაში მკლავის გამოყენება აღარ შეეძლო.

„მოგესალმებით ყველას!
პირველ რიგში, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო უფალს. როგორც გამარჯვებისთვის, ისე მარცხისთვის.

არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება და რისი გამოსწორებაც იმ მომენტში, ზოგჯერ, შეუძლებელია. ზუსტად ეს დამემართა წუხელ.

ბრძოლის პირველივე წუთზე მარცხენა მხარი ამომივარდა, რის გამოც მკლავი დარჩენილი შეხვედრის განმავლობაში სრულიად უმოქმედო მქონდა.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს რამე დავუკარგო ან შედეგი გავამართლო. უბრალოდ მინდა გითხრათ, რა იყო ჩემი რეალობა წუხელ, რადგან ბევრი მეკითხება და ვთვლი, რომ ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა.

არაფერს ვნანობ და საკუთარ თავთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. მომხდარს სიმშვიდით ვიღებ იმის ცოდნით, რომ მაქსიმუმი გავიღე, როგორც ყოველთვის გპირდებით“, - წერს ალექსანდრე თოფურია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Aleksandre Topuria (@aleksandre_topuria)

✕