Digest Logo

„მინდა მოგიყვე როგორი გაუსაძლისი 12 წელი გავიარე უშენოდ, როგორ ვიცვლები და ვბერდები“ - ნატო გელაშვილის ემოციური პოსტი

1752410420
 ნატო გელაშვილი

ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას, როგორ საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, შვილებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.

მომღერალმა ნატო გელაშვილმა სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მამუკა გელაშვილი კიდევ ერთხელ გაიხსენა და მას ემოციური პოსტი მიუძღვნა:

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ერთადერთო.

რამდენი რამე მინდა რომ გითხრა.. ჩემი სიხარული და ტკივილი გაგიზიარო… მინდა მოგიყვე როგორი გაუსაძლისი 12 წელი გავიარე უშენოდ…როგორ ვიცვლები და ვბერდები… როგორ აკლია უშენობა ჩემს სულს…როგორ ვერავინ შეძლო შენნაირი სიყვარული … როგორ გეძახი ყოველ ღამე ჩუმად … როგორ გელაპარაკები ცაში საათობით…როგორ მიყვარხარ შენ იცი მარტო. 

ჩემს მამუკა გელაშვილს გაუმარჯოს, 56“, - წერს ნატო გელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შოკი მაქვს, საოცრებაა“ - ალექსანდრა პაიჭაძის მორიგი პიკანტური ფოტოები

„პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი შესაძლოა დემენციის რისკს 40%-ით ზრდიდეს!“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ წერს

🎥 „ბედნიერება ჩემთვის არის ის, რომ ჩემი საქმით შემიძლია გაგაბედნიეროთ და დადებითი ენერგიებით დაგმუხტოთ“ - ნუცა ბუზალაძემ „ლაივ“ კონცერტი გამართა