Digest Logo

„მინდა რომ ძალიან ბედნიერები და ჯანმრთელები ვიყოთ ერთად, ჩვენს პატარებთან ერთად“ - გიორგი ძოწენიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

1786521380
გიორგი ძოწენიძე

ჯგუფ „ურსას“ სოლისტი მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლეს, მია მაჩაბელს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო.

ღმერთის მადლობელი ვარ, რომ შენ შეგხვდი. მინდა რომ ძალიან ბედნიერები და ჯანმრთელები ვიყოთ ერთად, ჩვენს პატარებთან ერთად“, - წერს გიორგი ძოწენიძე. 

ცნობისთვის, გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი ორი შვილის მშობლები არიან - უფრო გოგო ჰყავთ ანიტა, მეორე კი ვაჟი - ანდრია.

„საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად ვახერხებთ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ბევრ რამეზე იზრუნოს, მაგალითად ოჯახზე, ბავშვებზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე. ყველაფერს ვასწრებთ, ორი შვილი გვყავს, მარტოები ვცხოვრობთ, არავინ გვეხმარება, ანუ აღმზრდელი არ გვყავს.

მია ახერხებს, რომ ის რომანტიკა და სიყვარული, რამაც ოჯახი შეგვაქმნევინა, არ დავკარგოთ“, - ამბობს გიორგი ძოწენიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.