Digest Logo

„მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ისეთი ფოტოები, რომლებსაც თქვენთან ერთად მეც პირველად ვხედავ...“ - ბადრი ვადაჭკორია პატრიარქზე

1774209304
ბადრი ვადაჭკორია

ცნობილი  ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. ის წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტომემატიანე გახლდათ და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ის ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.

ილია მეორის უცნობ ფოტოებს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

„როგორც იცით ამ დღეებში ჩემი გადაღებული პატრიარქის ფოტოები ტრიალებდა როგორც სატელევიზიო გადაცემებში, ასევე სამების მოედანზეც, მაგრამ მხოლოდ მე არ ვიყავი სამების ფოტოების ავტორი, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესო ჩემს მეგობარ რამაზ ნაცვლიშვილს ეკუთვნის, მადლობა მას...

უნდა ვთქვა, რომ ეს უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება შესანიშნავად იყო ორგანიზებული, რამდენადაც ვიცი თიკო რუხაძე და ბაკურ ბაკურაძე იყვნენ ავტორები და რეჟისორები... თუ ვცდები მაპატიეთ! მადლობა მათ და ყველას ვინც ხელი შეუწყო, რომ უნაკლოდ დამთავრებულიყო ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია...

როგორც იცით 2007 წლიდან ჩემს თავზე ავიღე პატრიარქის ილია მეორის ფოტო მემატიანეობა, რა თქმა უნდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და მრავალი ათასი კადრიც ავკრიფე ამ წლების განმავლობაში, ზოგიერთ კადრს მეც პირველად ვხედავ... მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ისეთი ფოტოები, რომლებსაც თქვენთან ერთად მეც პირველად ვხედავ...

მადლობა ჩემო პატრიარქო!“, - წერს ბადრი ვადაჭკორია.

ასევე დაგაინტერესებთ:

აგვისტოს ომი და უწმინდესის თავგანწირვა - როგორ ზრუნავდა ომში დაცემული ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაზე და როგორ დალოცა მტერთან ბრძოლაში დაჭრილი ჯარისკაცები უწმინდესმა

„ყველაფერი გავაკეთეთ მისი უწმინდესობის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ჩვენც ვმარცხდებით“ - ექიმები პატრიარქის უკანასკნელ წუთებს იხსენებენ

🎥 როგორ შეძლო ილია მეორემ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება - რეპორტაჟი