Digest Logo

„მინდა ყოველ გაზაფხულზე, იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო...“ - რას წერს ბლოგერი გივიკო დიდია საკუთარ ბებიაზე

1784727595
 გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, რომელიც ბებიის, ნათელას შესახებ გვიყვება და ეს ისტორიებიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამჯერად, იგი ბებიის ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს თან: 

„ჩემს ტკვილით სავსე ბებიას მივეპარე, ჩევეხუტე და ვუთხარი.

მე: მინდა ყოველ გაზაფხულზე, იებით და ნარცისებით სავსე ჩვენს ეზოში შემომეგებო და ჩამიხუტო.

ნათი: მე ცას კი არ გამევეკერები ნენა.

მე: რეიზა ვითამ ?

ნათი: დავგლახდი უკვე ნენა და იმიზა.

მე: მინდა ყოველ ზაფხულს შენსკენ მომეჩქარებოდეს, შენი საყვარელი ნაყინით ხელში და საამურ დღეებს უსასრულო საუბარში ვატარებდეთ .

ნათი: მაგ ნაყინებს რო იყიდი “. ხო იცი მამაშენს რაფერ უყვარდა “ ? მე არ მინდა ნენა, გაჭირვებულებს დუურიგე.

მე: მინდა ყოველ შემოდგომას ბარაქინად ხვდებოდე და შენებურად ფუსფუსებდე.

ნათი: მამაშენის გარეშე ? საყანეს და ბოსტანს რომ გავხედავ, ყოლგან იგი მელანდება.

მე: მინდა ყოველ ახალ წელს, ჩვენს მორთულ ნაძვის ხესთან ვიკრიბებოდეთ და გლოცავდე.

ნათი: აი რა თქვი ნენა, 31 დეკემბერი და ახალი წელი შემაძულა მამაშენმა.

მე: მინდა სულ გქონდეს ძალა და ხალისი, რომ შენი ლამაზი თითებით მოამზადო გემრიელობები.

ნათი: კი ნენა, სანამ შემეძლება აფერს არ მოგაკლებ.

მე: მინდა ყოველ საღამოს დაძინებამდე გეიხსენო, რაფერი ძვირფასი ხარ ჩემთვის.

ნათი: კაი ახლა კაი, თლა ნუ გადეირევი.

მე: მინდა ყოველ დილით, კოფე ჩვენ ორიზა გააკეთო, შოკოლათი გევიყოთ და შენებურად დამარიგო, მომეფერე და დამიცაცხანო. რეიზა არ იჭრი, მაგ გაჯენჯილ თმას და წვერს ?!

ნათი: გაი იქით გაი, საქმე მაქ ნენა, მეიცდის გონია?

მე: შენ ჩემი მზე ხარ.

ნათი: რომელი ამომავალი ?

მე: მზე რომელიც ანათებს ჩემში. მზე რომელიც მათბობს და მაცოცხლებს . მზე რომელიც არ მინდა რომ ოდესმე ჩევიდეს და აღარ ანათებდეს.

ნათი: წევედი, წევედი საქმე მაქ თქვა. სა მცალია შენი ბჟუტურის მოსასმენად. ისე გივი ბებია, რომ იცოდე, შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა“, - წერს გივიკო დიდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შემოქმედებას მიეცით გზა...“ - მზე ლომის ნიშანშია: თამუნა იოსელიანის რეკომენდაციები

⭕ „მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, არის...“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕ მთვარე მორიელში ზოდიაქოს 4 ნიშანს რომანტიკულ ცვლილებებს მოუტანს: ვინ მიიღებს მიმდინარე კვირაში პირად ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს