
უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთის ლიგა 1-ში – მოედანზე ერთდროულად სამი ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა „ლიონისა“ და „მეცის“ დაპირისპირებაში, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
„ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ასპარეზობდნენ გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ორივე მათგანი 62-ე წუთზე შეცვალეს. აბუაშვილმა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
„ლიონმა“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – 25-ე წუთზე ანგარიში მალიკ ფოფანამ გახსნა, ხუთ წუთში კი კორენტინ ტოლისომ სტუმართა კარი მეორედ აიღო. საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე ადამ კარაბეცმა დააფიქსირა. მიქაუტაძეს სეზონში მეორე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა 76-ე წუთზე მეკარემ სტუმრები გადაარჩინა.
ორი ტურის შემდეგ „ლიონს“ ექვსი ქულა აქვს და, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, ლიგა 1-ის ლიდერია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
⭕ „ამ ფოტოზე 2 წლის ვარ, დედა - 28 წლის!...“ - გია ბაღაშვილი გარდაცვლილ დედას იუბილეს ულოცავს
⭕ 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
წყარო: 1tv.ge