Digest Logo

„მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე“ - გარდაიცვალა ნელი სალაძე

1781587856
ტანმოვარჯიშე

გარდაიცვალა დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის რაინდი, მხატვრული ტანვარჯიშის გამოჩენილი სახე ნელი სალაძე. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს:

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის რაინდის, მხატვრული ტანვარჯიშის გამოჩენილი პიროვნების, ნელი სალაძის გარდაცვალების შესახებ.

მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონმა ნელიმ მიუძღვნა საქართველოში მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების აღზრდასა და მუდამ იდგა ქართული სპორტის სამსახურში.

მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა არაერთი თაობის წარმატებული ტანმოვარჯიშე, რომელთაც მან არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, არამედ შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სპორტისადმი სიყვარული გადასცა.

ნელი სალაძის ღვაწლი ქართული მხატვრული ტანვარჯიშის განვითარებაში ფასდაუდებელია. იგი სარგებლობდა კოლეგების, სპორტსმენებისა და მთელი სპორტული საზოგადოების დიდი პატივისცემით.

მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი აღსაზრდელების, მეგობრების, კოლეგებისა და ყველა იმ ადამიანის გულში, ვისაც ჰქონდა ბედნიერება პირადად სცნობოდა ამ გამორჩეულ ადამიანს.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ნელი სალაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, აღსაზრდელებსა და კოლეგებს.

ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და მწუხარებას. ნათელი ხსოვნა ქალბატონ ნელი სალაძეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ხელსაყრელია დაგეგმვა, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 16 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „სალომე და მე ქორწინების 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ...“ - გიორგი ცხადაძემ ახალი კლიპი გადაიღო

„მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა“ - 13-15 ივნისის ამინდის პროგნოზი