Digest Logo

„მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა“ - 13-15 ივნისის ამინდის პროგნოზი

1781263334
წვიმა გაზაფხულზე

გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

🌦️ უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

⛈️ ქ. თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

🌦️ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈️ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

ივნისის უკურსო მთვარის დღეები და საათები თამარ ხოსროშვილისგან - „ამ პერიოდში დაწყებული საქმეები იწელება ან უბრალოდ ვერ ვითარდება“

12–14 ივნისის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - „შესაძლოა პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ“

„ძალიან გვიჭირს დავინახოთ, დავიჯეროთ, რომ არცერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან, უფლის ნების გარეშე“ - თეოდორე გიგნაძე