ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონკრეტული ტიპის ადამიანზე წერს:
„იცნობთ ადამიანს, რომელიც.
- ყოველთვის „კი“-ს ამბობს, მაშინაც კი, როცა მთელი არსებით „არას“ თქმა უნდა?
- საკუთარ სურვილებსა და კომფორტს მუდმივად გვერდზე სწევს სხვის გამო?
- ბოდიშს იხდის მაშინაც კი, როცა მისი ბრალი საერთოდ არაფერია?
- ყველაზე მეტად სამყაროში მარტოობისა და მიტოვების ეშინია?
ბევრს ის უბრალოდ ძალიან კეთილი, დამთმობი ან „წმინდანი“ ჰგონია. სინამდვილეში კი, ამ ადამიანს საშინლად ეშინია.
ფრიც რიმანი ამბობს, რომ ეს არის „დეპრესიული პიროვნება“. მისი ტრაგედია ისაა, რომ თუ შიზოიდი მხოლოდ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, ეს ტიპაჟი სხვის გარშემო ბრუნავს — როგორც დედამიწა მზის გარშემო.
მას ჰგონია, რომ თუ საკუთარი თავი იქნება — მას მიატოვებენ. ამიტომ, ის ირჩევს მორჩილებას და სხვისი სურვილებით ცხოვრებას, ოღონდ მარტო არ დარჩეს.
მისი „უსაზღვრო სიკეთე“ სინამდვილეში თავდაცვაა, რომ არ დაკარგოს ის, ვინც უყვარს“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕3 მეცნიერული გზა სწრაფად ჩაძინებისთვის
⭕ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
⭕„უფალი მხოლოდ მაშინ მოდის შენთან, როცა შენ მოუწოდებ...“ - თეოდორე გიგნაძე