Digest Logo

🎥 „მისი ულამაზესი გრძელი თმების ყოველთვის მშურდა... მორიდებული იყო“ - რას წერს გონიოში ტრაგიკულად დაღუპული მეგი ჯაიანის და

1751138257
მეგი ჯაიანი

14 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ცნობილია დაღუპულების ვინაობაც: მეგი ჯა­ი­ა­ნი, ანა მა­ხა­რა­ძე და სა­ლო­მე გორ­გა­ძე.

ავარიის დროს დაღუპული მეგი ჯაიანის და ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს ავრცელებს, რომელზედაც წერს:

„ძალიან მინდა ბევრი გესაუბროთ მეგიზე და კარგად გაგაცნოთ როგორი იყო. ყველაზე მხიარული, ყველაზე გულწრფელი, ნამდვილი ემოციებით სავსე. მისი ულამაზესი გრძელი თმების ყოველთვის მშურდა, სულ გრძელ თმას ატარებდა და ძალიან მალეც ეზრდებოდა. ბავშვობის ყველა კადრი თვალწინ მიდგას, ბავშვობაში ულამაზესი და უსაყვარლესი იყო, მსუქანა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზდებოდა.

ეშხი ჰქონდა საოცარი, ულამაზესი თვალ-წარბი, შავტუხა, ღიმილიც რომ ძალიან უხდებოდა.

ხასიათებით განვსხვავდებოდით, მეგი უფრო მორიდებული იყო, მაგრამ თუ ხშირი კონტაქტი გექნებოდათ მასთან, საუკეთესო მოგონებებს დააგროვებდით მასთან ერთად, ყველაზე მხიარული იყო.

ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება. 

ბავშვები ძალიან უყვარდა, ბავშვებიც გრძნობდნენ მეგის სიყვარულს და არ შორდებოდნენ. ვიდეოების გადაღება და ფოტოები ძალიან უყვარდა, მაგრამ ძალიან პრეტენზიულიც იყო, არასდროს არ მოსწონდა ჩემი გადაღებული ფოტოები, მაგრამ ყვითელ კაბაში ხომ საოცარი ფოტოები გადაგიღე მეგიკუნა? 

ყველაზე კეთილი გულის მატარებელი, ყველაზე უბოროტო, ერთგული, ყველაფერი დადებითი მასში იყო. ძალიან მიჭირს შენზე წარსულში საუბარი მეგი, წამი წუთი არ გავა შენზე რომ არ ვფიქრობდე, ნეტა როგორ ხარ? რამე ხომ არ გიჭირს? იმედია კარგად ხარ და არაფერი არ გიჭირს.

არავინ არ იცის როდის, მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით.

ჩემს მოგონებებს შენთან საკუთარ თავში ჩავკეტავ, ჩემთვის გავიხსენებ მხოლოდ.  შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს, ვერასდროს.

მიყვარხარ და ჩემს გულში იქნები სამუდამოდ, ისევ ისეთი ლაღი და კაშკაშა“, - წერს მეგი ჯაიანის და.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=753081567378337

ასევე დაგაინტერესებთ:

ორსული ქეთი ხატიაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია - ტანმოვარჯიშე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი საქართველოში ქორწილს გადაიხდიან - „პირველი საქორწინო საჩუქარი მივიღე“

„ეს გოგო ძალიან კარგ განწყობაზე მაყენებს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს