ნდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
იგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსს ოჯახურ თემებზე, თუ სამედიცინო საკითხებზე.
ამჯერად მან გამომწერებს ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა:
„დღეს რაღაც განსაკუთრებული დღეა, სითბოთი, სიყვარულით და მშვიდი ენერგიით სავსე.
მადლობა ადამიანებს, ვინც ჩემთან დგას, მხარს მიჭერს და ჩემს ცხოვრებას ნათელს ხდის.
ყველას გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და სიყვარულით სავსე გულს“, - წერს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ: