Digest Logo

„მითხარით ლამაზი ვარ თუ არა?“ - ბარბარე ჯანაშიამ იმიჯი შეიცვალა

1721813460
ბარბარე ჯანაშია

არსებობენ ადამიანები, რომელთათვის პოპულარობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მათგანი ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის, ზოგიც უბრალოდ დაბადებიდან პოპულარულია - ძირითად შემთხვევებში ასეთი ადამიანები უკვე კარგად ცნობილი მშობლების შვილები არიან.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოციალური ქსელების ჭარბმა მოხმარებამ, განვითარებამ და ხელმისაწვდომობამ, ადამიანების ცნობადობა უფრო გაზარდა, მათი პოპულარობა კი გაამარტივა.

საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული ბავშვი, რომელმაც მისი ინტელექტით, გონებამახვილობით, საუბრის მანერით და ნიჭიერებით მიიქცია - ბარბარე ჯანაშია გახლავთ.

მას ხშირად სხვადასხვა გადაცემებში იწვევენ, სადაც მღერის, ცეკვავს და მისი აქტიური ცხოვრების შესახებ უამბობს მაყურებელს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს რომ იმიჯი შეიცვალა და გრძელი თმები შეიჭრა.

„მითხარით ლამაზი ვარ თუ არა?“, - მიმართავს იგი გულშემატკივრებს.

8 წლის ბარბარე ჯანაშია სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა. თავდაპირველად ბარბარეს ვიდეოებს ტიკტოკ პლატფორმაზე მისი დები აქვეყნებდნენ. მოგვიანებით კი იგი გადაცემა „პატარების დიდ შოუში“ იღებდა მონაწილეობას, სადაც თავისი მრავალმხრივი ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინა. ბარბარეს კარგად გამოსდის სიმღერა, ცეკვა და პაროდიების გაკეთება.

განსაკუთრებით საზოგადოების ყურადღება ბარბარეს უთბილესმა ემოციამ მიიქცია - როცა ემიგრანტ მამაზე ჰკითხეს, ტირილი ვერ შეიკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „საოცრად ლამაზი ორსული ხარ“ - ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი ბორჯომში ისვენებენ

⭕ „დას სილამაზით არ ჩამოუვარდება“ - ვინ არის გიორგი მამარდაშვილის ცოლის და, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობის გამო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა