
გუშინ, 28 სექტემბერს რუსთავში ავტოავარიას 16 წლის გოგოს, ელენე ბაშარულის, სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილია, გოგო ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიამ ბაშარულის ბიძაშვილია.
მარიამი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმალულ პიროვნებას ემუქრება.
„მიწიდან ამოგთხრი, ჯოჯოხეთს მოგანატრებ“, - წერს მარიამ ბაშარული.