სეისმოლოგი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მიწისძვრის დროს ხარისხიანი შენობების აგებას.
🔵„მამაზეციერს შევევედროთ, თბილისში არ მოხდეს 5 მაგნიტუდის მიწისძვრა“ - თეა გოდოლაძე
გოდოლაძე აღნიშნავს, რომ მიწისძვრის დროს ყველაზე მკაფიოდ ჩანს, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარისხიანი მშენებლობის მწარმოება.
„დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდებოდა რყევა. დიდი მიწისძვრაა და შესაბამისად რყევის ხანგრძლივობაც დიდია.
კადრების მიხედვით, ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან, ზოგი დანგრეულია, ზოგი არა. ეს არის მშენებლობის ხარისხი და ძალიან ვბრაზდები ამ დროს, ძალიან ახლა ვლაპარაკობდი ჩემ კოლეგებთან აქ, ამერიკაში!
გადაწყვეტილების მიმღებებიო, პოლიტიკოსებო! მე კი არ ვარ რთული საურთიერთობო ქალი, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს! სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები! ასეთი მიწისძვრები ხდება ამ რეგიონში და ასეთი შედეგი დგება, როდესაც შენობა და ინსფრასტრუატურა არ ვარგა! მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!“, - წერს თეა გოდოლაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵თებერვლის თვის თმის შეჭრის კალენდარი
🔵🎥 საზიანოა თუ არა ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული
🔵„ყველზე წარმატებული და იღბლიანი ახლა თქვენ ხართ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს