Digest Logo

„მიწისძვრის ზუსტი დროის გამოთვლა შეუძლებელია“ - რას წერს ლევან ყურაშვილი?

1675755090
ლევან ყურაშვილი მიწისძვრაზე

ბლოგერი - ლევან ყურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიწისძვრის დროის გამოთვლა შეუძლებელია. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სკოლაში ისწავლება.

🎥 „მიწისძვრის გამოწვევა ტექნოლოგიებით შესაძლებელია, როგორ შეიძლება დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებით ბიძგები უფრო ძლიერი ყოფილიყო“ - ლალი მოროშკინას სკანდალური განცხადება

„მიწისძვრის ზუსტი დროის გამოთვლა შეუძლებელია. 

და შეუძლებელი რომ არის, ეგ ჯერ კიდევ სკოლის სახელმძღვანელოებში უნდა გესწავლათ.

ამწუთას ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ტექნოლოგია ან მეთოდი.

ვიღაც მეცნიერის სქრინს რომ დაათრევთ, არც მაგას გამოუთვლია ზუსტი დრო. „ადრე თუ გვიან მოხდებაო“ - დაწერა.

იგივე წარმატებით მეც გეტყვით, რომ ადრე თუ გვიან საქართველოშიც მოხდება მსგავსი მიწისძვრა, მაგრამ ეგ არაა დროის გამოთვლა.

ვინც ამბობს, რომ მიწისძვრის ზუსტი დროის გამოთვლა შეუძლია, ჩვეულებრივი შარლატანია.

კიდევ ვიმეორებ: სკოლის სახელმძღვანელოებში ისწავლება ეგეთი საბაზისო რამეები“, - წერს ყურაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წავშალე პოსტი - სამწუხაროა რომ ძალიან კეთილი ნება და გულწრფელი ზრუნვა ასე გამიგეთ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე

🔵„...კახა ბენდუქიძემ მაშინ მითხრა, რომ ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილას ჩემი თავი შესთავაზა შესაბამის კომიტეტს. რავარია. 27 წლის ვიყავი...“ - გიორგი კეკელიძე

🔵„დღეს არ ვარგა ახალი ნაცნობობა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა“ - მიხეილ ცაგარელი