ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, სტილის ევოლუცია, გემოვნება და ინტერესები - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დღე“ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ისაუბრა.
როგორც გადაცემიდან ვიგებთ, ნუცა ბუზალაძე „გრემის“ დაჯილდოებაზე მიიწვიეს, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა იგი დააბულინგა.
„ბავშვობიდან ჩემი ფოტოები ძალიან კარგად ასახავს ჩემს ხასიათს. რა ხასიათიც მქონდა ის მაქვს ახლაც. ენერგია, სიცილი არ ჩამქრალა ჩემში და მიხარია. მიუხედავად იმისა ბევრი ადამიანი გხვდება ბოროტი, ვისაც უნდა, რომ გაგაბოროტოს, მაინც შევინარჩუნე სიხალისე. ფერადი ფერები ძალიან მიყვარს განსაკუთრებით ზაფხულში. შავი როცა მაცვია, ვიცვლები. მაფიოზის ცოლივით მგონია თავი. ფერად სამოსში თავისუფლად ვგრძნობ თავს. ჩემს ევროვიზიის სიმღერას რომ ვწერდი ვიგულისხმე ადამიანი, რომელიც სიბოროტეს სიკეთით ებრძოდა, თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და მართლა ვხედავთ მსოფლიოში რა ხდება. აქტუალური გახდა სამწუხაროდ“, - ჰყვება ნუცა ბუზალაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა...“ - UFC მერაბ დვალიშვილის კადრებს აქვეყნებს