მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს. ამჯერად იგი თბილი და მზიან დღეებს აანონსებს, განსაკუთრებით დასავლეთ რეგიონებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +17°C-მდე მოიმატებს.
„უახლოეს დღეებში საქართველოში პოზიტიური სინოპტიკური ფონი შენარჩუნდება, ქვეყნის ირგვლივ არსებული უამინდობისას განსხვავებით.
დასავლეთ საქართველოში - განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი დღის საათებში +17°C- მიაღწევს, რაც იანვრისთვის საკმაოდ თბილი მაჩვენებელია.
აღმოსავლეთ საქართველოში - შედარებით ცივი დღეები გაგრძელდება, ზოგან ნისლიც შესაძლებელია, თუმცა ღამის ყინვები შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ იანვრის შუა პერიოდი კალენდარულად ზამთრის პიკად ითვლება, ამინდი საქართველოში ამ დღეებში უფრო გაზაფხულის წინათგრძნობას ჰგავს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ რეგიონებში.
ამინდი თითქოს გვეუბნება: „დარჩი იმედიანად“
და ასე მოვა გაზაფხული ჩვენს ქვეყანაში მალე...“, - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.