ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 70 ქვეყანა.
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა.
ამჯერად, მოგზაური კვიპროსში გაემგზავრა და როგორც იგი ამბობს, იქიდან განსხვავებულ ვიდეოს შემოგვთავაზებს.
„მივდივარ კვიპროსზე, უნდა გადავიღო საინტერესო ადგილი. იქ არის ერთი ქალაქი, რომელსაც მოჩვენებების ქალაქს ეძახიან დროშია გაყინული და აქვს ძალიან საინტერესო ისტორია.
ვფიქრობ კარგი დოკუმენტური და საინტერესო ვიდეო გამოგვივა. ამის გარდა კიდევ წინ დიდი გეგმებია ამ თვეშივე, ასევე ამ წელს ბევრი საინტერესო მოგზაურობა გვაქვს დაგეგმილი“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: