Digest Logo

🎥 „მივხვდი, რომ „გვიანია“ ეს საყვარელი სიტყვაა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა...“ - რას წერს მომღერალი ნათია ზარანდია

1781183767
ნათია ზარანდია

მომღერალი ნათია ზარანდია წარმატებული და საოცრად პოზიტიური ადამიანია, ამაში მისი მუსიკალური საღამოებიდანაც დარწმუნდებით და ასევე, ამაზე მეტყველებს მისი სოციალური ქსელიც, სადაც იგი ამჯერად მოტივაციურ და გულწრფელ პოსტს ასაკობრივი სტერეოტიპებისა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების შესახებ წერს. 

„40 წლის ვარ. და იცით რა არის ყველაზე სასაცილო?

20 წლის ასაკში მეუბნებოდნენ, რომ „ძალიან დიდი ვარ ამისთვის“. 30 წლის ასაკში, რომ „დროა დავწყნარდე“. 40 წლის ასაკში „უკვე გვიანია დაიწყო“. და შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე და ვნახე ქალები, რომლებმაც 40 წლის ასაკში დაიწყეს ბიზნესი, 45 წლის ასაკში იპოვეს სიყვარული, 50 წლის ასაკში ბლოგერები გახდნენ.

60 წლის ასაკში დაიწყეს ცხოვრება საკუთარი თავისთვის და მივხვდი! რომ „გვიანია“ ეს საყვარელი სიტყვაა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა“, - წერს ნათია ზარანდია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

🎥 „ისეთი კარგები ხართ, ბევრი შვილი უნდა გააჩინოთ“ - დუეტი „ლეონი“ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს