მოგზაური და ბლოგერი, სოსო ნებიერიძე სოციალურ ქსელში პარლამენტში ინიცირებულ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ეხმაურება.
ბლოგერი მოუწოდებს სხვა ბლოგერებსა და „იუთუბერებს“, არ გაჩუმდნენ და გამოხატონ პოზიცია.
„მივმართავ ჩემს კოლეგებს, ბლოგერებს, იუთუბერებს - დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავის ეზიზღება პოლიტიკა და პოლიტიკური სიბინძურე, თუმცა არის რაღაცები, რაზედაც ხმის ამოუღებლობა და აზრის დაუფიქსირებლობა უბრალოდ დანაშაულია. ახლა სწორედ ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის.
არ უნდა იქნეს მიღებული არანაირი კანონი, რომელიც ამ თუ მომავალ მთავრობას მისცემს ბერკეტს, აგენტად შეირაცხოს ადამიანი ან ორგანიზაცია განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით!
ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. არა რუსეთს, რუსეთი მტერია!“, - წერს სოსო ნებიერიძე.
🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო
🎥 „მე რაც გავაკეთე, არავის ვურჩევ“ - როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ წონაში